Monday, July 11, 2011

პროექტის    სახელწოდება:ვლადიმერ  მაიაკოვსკი  და  საქართველო. 
2 .პროექტის   მთავარი  იდეა  1-2  წინადადებით: მეორე  სამშობლო. 
3.  პროექტის   აქტუალობა:  საქართველოს  როლი  უცხოელ  პოეტთა  შემოქმედებაში.   
4.  პროექტის  მიზნები:  მოსწავლეები  შეძლებენ  უფრო  ნათლად  წარმოიდგინონ  რუსი  პოეტების  დამოკიდებულება  საქართველოს  მიმართ  ისტის  დახმარებით. 
5.  მონაწილეთა  ასაკი:  13-14წლის. 
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.  
7.მოსალოდნელი  შედეგები  /პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები  შეძლებენ  დაინტერესდნენ  პოეტის  შემოქმედებით,  მოაწყონ  მხატვრული  კითხვის  საღამო,  სასწავლო   ექსკურსია  ბაღდათში  და  გამოუშვან  კედლის  გაზეთი. 
8.  პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:ბიბლიოთეკა,  ინტერნეტი,  ფოტოაპარატი,  ავტობუსი,ფორმატის  ფურცელი,  ფლომასტერი,  კალამი.                          
 9. პროექტის  მსვლელობა
ა).მერვე  კლასის  მოსწავლეებს  შევკრებ,  დავყოფ  ჯგუფებად  და  მივცემ  დავალებას:  მოიპოვონ  ინფორმაცია  მაიაკოვსკის  შესახებ  ისტის  დახმარებით  და  გეგმის  გათვალისწინებით (თითო  კითხვა  თითო  ჯგუფს).  
 ბ). ვთხოვ  მათ  მიერ  მოპოვებულ  მასალებს  დაურთონ  მაიაკოვსკის  მიერ  შექმნილი  რომელიმე  ნახატი  და  გაეცნონ  მას  როგორც  მხატვარს.   
გ).   მოვახდენ  მოპოვებული  მასალის  პრეზენტაციას.   
დ).მოვაწყობ  მხატვრული  კითხვის  საღამოს.  
 ე).მოვაწყობ  ექსკურსიას  ბაღდათში.   
ვ).  მიღებულ  შთაბეჭდილებებს  მოსწავლეები  გადმოსცემენ  კედლის  გაზეთში  და  დაასურათებენ.                                                                             
 10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფთან/ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  რუსული  და  ისტი.                                                                                                                                  
11.  პროექტის  ხელმძღვანელი:  ლიანა  დევნოსაძე.  
12.ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:liana.devnosadze@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:l-devnosadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment